,,ამ ხელისუფლებას ვაიძულებთ, რომ წავიდნენ სახლში"– ზაზა სარალიძე


     „სოსო გოგაშვილი ვერსად დაგვემალება. შვილების მკვლელები პასუხისგებაში მიეცემიან. გოგაშვილი არის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი. ეს ადამიანი არ უნდა დადიოდეს ქუჩაში, უნდა იჯდეს ციხეში, უვადოდ, რადგან მის კისერზე ძალიან ბევრი სისხლია და თუ გარეთ დარჩება, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს"- ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ,,ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე განაცხადა. 
 
     სარალიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მისი შვილის მკვლელი არ დაისჯებიან.

     ,,ჩვენი მოთხოვნები აუცილებლად შესრულდება, რადგან უკან დახევას არ ვაპირებთ. ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ყველა მკვლელი პასუხისგებაში არ მიეცემა. ამ ხელისუფლებას ვერ ვაიძულებთ? მაშინ ვაიძულებთ, რომ წავიდნენ სახლში, ახალი ხელისუფლების ფარგლებში დაიწყება ამ საქმის ხელახალი გამოძიება და აუცილებლად დაისჯებიან ჩვენი შვილების მკვლელები", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

    „არა მხოლოდ მკვლელი, ამ საქმეების გამყალბებელი და ყველა მფარველი", – განაცხადა სარალიძემ.

    პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია – „მამები სიმართლისთვის" მიმდინარეობს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის გარდაცვალებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს და მის დასჯას მოითხოვს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно