კოსოვოს Interpol-ის წევრობაზე უარი უთხრეს


     Interpol-ის წევრობაზე კოსოვოს უარი უთხრეს. ორგანიზაციის წევრობის მოთხოვნა ორგანიზაციის წევრებმა გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს. კოსოვოს მოთხოვნას ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა. სერბეთის ხელისუფლებამ Interpol-ის გადაწყვეტილებას გამარჯვება უწოდა.

     რუსეთისგან მხარდაჭერილი სერბეთი კოსოვოს გაწევრიანების დაბლოკვას ლობირებდა. Euronews-ი წერს, რომ გაწევრიანების შეთხვევაში, კოსოვოს Interpol-ისგან „წითელი ცირკულარის" მოთხოვნის შესაძლებლობა გაუჩნდებოდა, რასაც კოსოვოში ომის დამნაშავეებად აღიარებული სერბების დასაკავებლად გამოიყენებდა.

     კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, თუმცა სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.


წყარო: https://1tv.ge/news/kosovos-interpol-wevrobaze-uari-utkhres/