რუსული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიმავალ უკრაინულ ხომალდებს თავს დაესხა


     უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიმავალ უკრაინულ ხომალდებს დაესხა თავს.

     როგორც უკრაინის საზღვაო შეიარაღებულ ძალების პრესცენტრი იუწყება, 25 ნოემბერს, დილით რუსულმა სამხედრო ხომალდმა იერიში მიიტანა უკრაინულ გემზე, რომელიც დაჯავშნული კატერების თანხლებით გადაადგილდებოდა. კიევში აცხადებენ, რომ გემის გადაადგილების მარშრუტი მოსკოვთან შეთანხმებული იყო.

     უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანდა უკრაინული გემის ძრავა. „მიუხედავად ამისა, გემები დასახული ამოცანის შესრულებას აგრძელებენ", – ამბობენ კიევში.

     თავის მხრივ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

    მათივე ცნობით, საუბარია უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფ სამ გემზე, რომლებიც რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ და ქერჩის სრუტის მიმართულებით მოძრაობენ.

    ეს ინფორმაცია რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმში მოქმედმა, „ეფესბეს" სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ukrainis-khelisuflebis-cnobit-rusuli-gemi-odesidan-mariupolisken-mimaval-ukrainul-khomaldebs-daeskha-tavs/