,,ჩემი არჩევანი არის ყველაზე ევროპელი კანდიდატი" - სალომე ზურაბიშვილი


     საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-4 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა.

     პრეზიდენტობის კანდიდატი უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. 

    „ჩემი არჩევანი მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ეს არის ჩემი არჩევანი, ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს, ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის ერთიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო, ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно