ქართველებო!
- გილოცავთ, გაერთიანებული ნაცების საპრეზიდენტო კანდიდატის გრიშა ვაშაძის დამარცხებას, - "ეტა რაზ"!
- გილოცავთ, 2%-იანი პრეზიდენტის მარგველაშვილის (დიახ, 2013 წელს მან 62% მიიღო, სადაც 60% ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი რეიტინგის წყალობით მოიპოვა) 5 წლიანი "ეპოქის" დასრულებას, - "ეტა დვა"!
- ვერ და არ გილოცავთ, ასევე 2-3%-იანი ახალი პრეზიდენტის ზურაბიშვილის არჩევას, იმავე მიზეზით, ხმების 50%-ზე მეტი მან მიიღო "ქართული ოცნების" ადმინისტრაციული რესურსის და ბიძინა ივანიშვილის მიერ მილიონობით($) დახარჯული თანხის შედეგად, პლიუს - ქართველი ხალხის გადამწყვეტი მხარდაჭერის წყალობით, რომელიც არა მის მიმართ სიმპატიით, არამედ ნაცების მიუღებლობით და სიძულვილით აიხსნება, - "ეტა ტრი"!
- "საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადეთ" და თუ გვსურს საქართველოს გადარჩენა, ახალ პარლამენტში ნაცი არ უნდა იყოს, ხოლო ქოცი უმცირესობაში, - "ეტა ჩიტირი"!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
