ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი გარდაიცვალა


      ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

     ,,ყველასთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი, გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში, ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმებითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.
 
     გზა მშვიდობისა სამირ ... მანდ მშვიდად იქნები - არც ზამთარი შეგაწუხებს, არც სიცივე, არც ხალხი ..."– წერს შოთო სიხარულიძე. 

     15 წლის ასაკში სამირი თბილისში გადავიდა დედობილთან ერთად საცხოვრებლად, მამობილმა კი ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით ის მარტო გადავიდა საცხოვრებლად და ქირით თბილისის სხვადასხვა უბანში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ, სამირი ერთ-ერთ მეტროსადგურში გამვლელებმა სასტიკად სცემეს. მძიმე დაზიანებების შედეგად, ქუჩის მუსიკოსს სუნთქვის პრობლემა შეექმნა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно