სინამაქი (cenna) ჩვენში კულტივირებული მცენარეა. მედიცინაში იხმარება მისი მშრალი ფოთოლაკები. უნიშნავენ, როგორც გამხსნელ საშუალებას ქრონიკული ყაბზობის დროს. აგრეთვე ღვიძლისა და სანაღველე გზების დაავადებებისა და ბუასილის შემთხვევებში.
ნაყენის მომზადება ცივი მეთოდით: 1 სუფრის კოვზ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა წყალი და დატოვეთ მთელი ღამე, დილით გაწურეთ და დალიეთ, როგორც ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება.
ნაყენის მომზადება ცხელი მეთოდით: 1 ნაწილ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 15 ნაწილი წყალი და ადუღთ 15 წუთი, გააჩერეთ 1 საათამდე, გაწურეთ და მიიღეთ ძილის წინ 2–3 სუფრის კოვზი, ან დღის განმავლობასი დალიეთ 1–3 კოვზი. სინამაქის გამონაცემი მოქმედებს ნაზად 8–10 საათის შემდეგ, ამიტომ დილით კუჭის მოქმედება გექნებათ ნორმალური.
სინამაქის ფოთოლი შედის ყაბზობის საწინააღმდეგო და ბუასილის სამკურნალო სხვადასხვა ნაკრებებში, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში.