,,რუსეთის აგრესიული პოლიტიკით შეშფოთებას მაღალ დონეზე გამოხატავენ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები"- ბახტაძე


     საქართველოს მთავარ გამოწვევებზე მსჯელობენ დღეს დილიდან ამბასადორიალზე. ღონისძიებას დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით, ამჯერად პარლამენტი მასპინძლობს.

     ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს სიტყვით საქართველოს პრემიერმაც მიმართა.

     "ქართველ დიპლომატებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში.

     სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მთელი წლის განმავლობაში იდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ყველა დონეზე კეთდებოდა განცხადებები, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

     აგრეთვე ვრცელდებოდა მოწოდებები რუსეთის მიმართ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნით.

    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკით შეშფოთება მაღალ დონეზე გამოხატეს, ასევე აგვისტოს ომის 10 წლისთავზე საქართველოში ჩამოსულმა მაღალი დონის წარმომადგენლებმა"-განაცხადა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно