,,თქვენ ახლა პოლიტიკაში მაბრუნებთ, მე კიდევ პოლიტიკიდან წამოვედი"– ქუმსიშვილი


     ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. მთავრობიდან სკანდალით გაშვებული ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი, არ აკონკრეტებს, რა კითხვები ჰქონდა მასთან პროკურატურას და რატომ მოუწია საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მისვლა. 

     ქუმსიშვილი ამბობს, რომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება აღარ არის აქტუალური და არც მაშინ უნდა ყოფილიყო.

     შეკითხვაზე, მისი სამინისტროს საქმიანობის შესწავლა ხომ არ იყო  ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკური დევნა, რადგან ის კვირიკაშვილის მთავრობის წევრი იყო, ყოფილი მინისტრი პასუხს თავს არიდებს და ამბობს, რომ "ის პოლიტიკიდან წავიდა".

     „ერთხელ მქონდა კომუნიკაცია და ამის შესახებ თქვენ ყველამ იცით. ეს იყოს ივნისის ბოლოს. დღეს არ არის თემა აქტუალური და ჩემი გადმოსახედიდან არც მაშინ არ უნდა ყოფილიყო აქტუალური.

    პროგრამებთან დაკავშირებით, არც მაშინ არ ყოფილა კითხვები ჩემთან მიმართებაში, არც დღეს არ არის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწორი პროგრამა. მე მგონია, რომ უკვე სჯობია, რომ გადავიდეთ ჩვენ რაღაცა სხვა საკითხებზე. ამომწურავად გავეცი კითხვებს პასუხი. თქვენ ახლა პოლიტიკაში მაბრუნებთ, მე კიდევ პოლიტიკიდან წამოვედი.

     "ბატონი ბიძინას და ბატონი გიორგის ურთიერთობები, ეს არის მათი ურთიერთობები და მათ აქვთ თავიანთი ურთიერთობები, რაც ეხება თვითონ რეფორმას, მე მგონია, რომ რეფორმა წარმატებულია. მე მგონია, რომ არავინ არ მერჩის,"- აცხადებს ქუმსიშვილი. 

     საუბარია 2018 წლის მარტიდან მიმდინარე გამოძიებაზე. გამოძიება ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

    გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 182-ე მუხლებით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно