აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებმა მექსიკის საზღვართან, სადაც მიგრანტების ჯგუფია მობილიზებული, ცრემლსადენი აირი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები საზღვრის გადაკვეთას ძალადობრივი გზით, ტიხუანის შტატიდან ცდილობდნენ.
ერთ-ერთმა მიგრანტმა ცრემლსადენი ყუმბარა უკან, აშშ-ის ტერიტორიისკენ ისროლა.
აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, მიგრანტების ჯგუფმა მესაზღვრეებს ქვებიც დაუშინა, თუმცა სააგენტოს წყარო აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი მომსწრე არ გამხდარა.
წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-is-sasazghvro-usafrtkhoebis-dzalebma-meqsikis-sazghvartan-cremlsadeni-airi-gaushves/
