დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს და ახსენებს რომ მმართველი გუნდის ე.წ. ახლებთან ყოფნა, ქართველ ხალხთან ყოფნას არ ნიშნავს.
„მე ვფიქრობ ახლების გვერდში დგომა სერიოზული პრობლემა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ეს ხალხის გვერდში დგომას არ ნიშნავს და მან როდესაც გაუჭირდა პირველი ტურის მერე, დახმარებისთვის ხალხს მიმართა და არა კობახიძის გუნდს. შესაბამისად უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი სიმართლისკენ იყოს თუ უსამართლობისკენ.
„ქართული ოცნება" რაც უფრო მეტ ადამიანს გარიცხავს სიმართლისთვის, მით მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. 2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი,"-ამბობს ჭიჭინაძე.
