საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ორი დღის უკან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილებს ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება. გარწმუნებთ, რომ ყველა პირი, ვინც იქნება გამოვლენილი, რომ ტრაგედიასთან მიმართებაში მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
