შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება


     საქართველოში ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების საკითხები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის მსხვილი ენერგეტიკული ჰოლდინგის „ჩალიკ ენერჯის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმედ ჩალიკთან შეხვედრისას, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა.
     

     შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქარის ელექტროსადგურების პროექტებზე, რომლებსაც „ჩალიკ ენერჯი" საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ავითარებს.
შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი" საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში ააშენებს 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს, რომელშიც 75 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
     
     „შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და რაც მთავარი იყო, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი" საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება და 50 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ავაშენებთ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და მისი მომავლის. საქართველოში ჩვენ ისედაც გვაქვს ინვესტიციები განხორციელებული, საქართველოსთან კარგი ურთიერთობები გვაქვს. იმედს გამოვთქვამ, ბატონი ვიცე-პრემიერის ვიზიტი თურქეთში იქნება წარმატებული. ასევე ვიმედოვნებ, ჩვენ მიერ განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში", - აღნიშნა აჰმედ ჩალიკმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно