ბადრიჯანი ქინძით, საჭირო ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 500 გრამი
ქინძი 1 კონა;
ხახვი 4–5 თავი;
ნიორი, მარილი, ძმარი, გემოვნებით.
ბადრიჯანი შევწვათ ბრტყლად. დავალაგოთ ფენა–ფენა. ზევიდან მოვაპკუროთ ძმარში გახსნილი დანაყილი ნიორი. მოვაყაროთ მარილი, დაჭრილი ქინძი და ხახვი.
გემრიელად მიირთვით!
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge
