ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა


     ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა პარტია „სოციალ-დემოკრატები" და ფრაქცია დატოვა.

     ამის შესახებ განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
 
     დეპუტატის თქმით, ის არავისთან ალიანსში შესვლას არ გეგმავს და დამოუკიდებლად გააგრძელებს საკანონმდებლო უმრავლესობაში მუშაობას.

     „ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც და შესაბამისად, ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას პარლამენტში. ალიანსში არავისთან არ შევდივარ, ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას. უბრალოდ თუ იქნება ისეთი საკითხები, რომლებსაც მე მხარს ვუჭერ, შესაბამისად, მხარდაჭერა ექნება ჩემგან და მეც თუ ისეთი ინიციატივებს დავაყენებ, რომლის მხარდაჭერას მოიპოვებს, რა თქმა უნდა, აქ არ იქნება გარჩევა იმისა, ვინ რომელი პარტიის და ფრაქციის წარმომადგენელია," - ამბობს ნაცვლიშვილი.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно