პირველი ივნისიდან პარკირება თბილისში ფასიანი ხდება


     პირველი ივნისიდან პარკირება თბილისში ფასიანი ხდება. მერიის საპილოტე პროგრამა, პირველ ეტაპზე, ლესელიძის ქუჩაზე ამოქმედდება და ქუჩაში, ერთი საათით მანქანის გაჩერება, 50 თეთრი ეღირება. გამორიცხული არ არის, პარკირების საფასური, მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო გაძვირდეს.

     მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაო ოფისებთან პარკირებაზე მოქალაქეებს შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევთ. თბილისის ვიცე-მერი ამბობს, რომ პროექტი მიზანად ისახავს რომ მოქალაქეებმა სამსახურებში იარონ არა ავტომობილებით, არამედ მუნიციპალური ტრანსპორტით.

     „ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიზნად ისახავს, რომ მაცხოვრებელს შეუქმნას მანქანის პარკირებაზე კომფორტი და სწორედ ამიტომ, საცხოვრებელ სახლთან სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე არ გავრცელდება საათობრივი საფასური. მაგრამ, რაც შეეხება სამსახურში და ოფისებში მიმავალი თანამშრომლები უფრო მეტად უნდა მოიხმარდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ თუ ამ მიზანს გამოაცლით ან შექმნით ისეთ მოდელს, რომელიც ამ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყვილა ვაკეთებთ ამ ზონალურ პარკირებას. ამიტომ, საფასურიც უნდა იყოს იმდენი და სისტემა და მოდელი უნდა იყოს ისეთი, რომელიც განაპირობებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებას იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно