,,ღარიბაშვილის საყურადღებოდ, - როგორც უმადურობაა სამარცხვინო გრძნობა, ასევეა დამადლებაც!"- პოლიტოლოგი


     ამასწინათ, პოლიტიკაში "შემობრუნებულმა"  ირაკლი ღარიბაშვილმა, ერთ-ერთ ტელევიზიაში გამოსვლისას, სიტყვა "უმადურობა" ახსენა ისეთ კონტექსტში, რომ თითქოს, - ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებების მიმართ "უმადურია"!?...

     ღარიბაშვილს საყურადღებოდ, -  როგორც უმადურობაა სამარცხვინო გრძნობა, ასევეა დამადლებაც! 

     ამიტომ, ორივე მათგანი სამართლიანად და ადექვატურად უნდა შევაფასოთ. სიკეთის არ დანახვა და არ დაფასება, რა თქმა უნდა, რომ უმადურობაა და ეს დასაგმობია, მაგრამ, როდესაც გაკეთებულ სიკეთეს დაამადლი ხალხს იმ მიზეზით, რომ თითქოს, - "იგი ამას ვერ ხედავს", - მიუღებელია და ესეც დასაგმობია! 

     "ქართული ოცნების" და მისი ლიდერების საბედისწერო შეცდომა სწორედ ეს გახლავთ, რომ, როგორც პოლიტიკური, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისით არ შეიძლება შენს ხალხს, საზოგადოებას მუდმივად დაამადლო, რომ - ამა თუ იმ ადამიანმა, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა, "ამდენი სიკეთე გაგიკეთათ და ეს ხომ არ დაგავიწყდათ-ო"?! - ერთ მშვენიერ დღეს, ხალხს მობეზრდება ამგვარი დამადლება და უმადურობაში რომ არ ჩაეთვალოთ, შეიძლება გადაწყვიტონ "გრაფიკის მიხედვით" ვალის დაბრუნება (ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებაში დახარჯული თანხები!), იმ პირობით, რომ - "ოღონდ თავი დაგვანებეთ, ჩვენ თვითონ მივხედავთ საკუთარ თავს და ქვეყანასაც-ო"!...
 
     ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა დაგაკარგვინათ, სწორედ - თქვენმა უმადურობამ - იმ ადამიანების მიმართ, ვინც 9 წლის მანძილზე ებრძოდნენ ნაძირალა სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს და თქვენ კი, ამ თავდადებულ ადამიანებს "პორტირებული" ნაცები ამჯობინეთ!...

     დიახაც, სწორედ ივანიშვილმა და მისმა პარტიულმა "ლიდერშიფმა" ("გუნდმა"!) ქარს გაატანეთ ქართველი ხალხის გულწრფელი ნდობა და დღეს, ხელფასს დახარბებული ადმინისტრაციული რესურსის ამარაღა დარჩით, აი, ამას ჰქვია, - პოლიტიკური და ზნეობრივი გაკოტრება!!!
P.S. უმადურობა-დამადლება ორი მხარის ურთიერთობის ისტორიას, მათ ორმხრივ ქმედებებს მოიცავს, ანუ იგი ცალმხრივი ვერ და არ არის, აწი მაინც იცოდეთ ეს!...
 
ჯუმბერ კირვალიძე, 
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно