ქალაქებში ცხოვრების დონის მიხედვით ავსტრიის დედაქალაქი ვენა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია. ყოველწლიური სია ამერიკულმა კონსალტინგ კომპანია Mercer-მა შეადგინა. საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქი, ვენა უკვე ზედიზედ მეათედ ხდება.
ვენასთან ერთად ხუთეულში ციურიხი, ვანკუვერი, მიუნხენი და ოკლენდიც მოხვდნენ. რეიტინგში საქართველოს დედაქალაქი თბილისი 187-ე ადგილს იკავებს. 2018 წელს ვენა The Economist-ის ვერსიითაც ლიდერი გახდა. გამოცემის რეიტინგის მიხედვით, აქამდე ცხოვრების დონის კუთხით, ზედიზედ შვიდი წელი მელბურნი ლიდერობდა.
წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/99480/kvelaze-komportuli-qalaqebis-reitingshi-tbilisi-187e-adgilzea
