საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ სპორტსმენებს საქართველოს პოპულარიზაციისთვის მადლობას უხდის.
იაპონიაში სამუშაო ვიზიტისას შევხვდი ჩვენს საამაყო სპორტსმენებს - ,,ტოჩინოშინს", ,,გაგამარუსა" და ,,კოკაის". მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი სამშობლოს პოპულარიზაციისთვის.
დარწმუნებული ვარ, ლევანსა და გაგას წინ მრავალი წარმატება ელით! ვამაყობთ თქვენით!"- წერს მამუკა ბახტაძე.

