ლიეტუვაში მიმდინარე „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019 " კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის ერთ-ერთ რაიონში "ქართველების ქუჩა" - Kartvelu Street გახსნა. ღონისძიება მუსიკალურად გააფრომეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს" მომღერლებმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს აუთენტური დასახელების Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების თაობაზე ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში. შესაბამისად, ვილნიუსში ახლადგახსნილ ქუჩას ასევე Kartvelu Street ანუ ქართველების ქუჩა ეწოდა.