ისრაელში მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის მღვიმე აღმოაჩინეს


     ისრაელში, სოდომის მთაზე მსოფლიოს ყველაზე გრძელი მარილის მღვიმე, 10 კმ სიგრძის გვირაბი მკვლევარებმა იპოვეს. The Independent-ის ინფორმაციით, ეს ადგილი ირანში მდებარე ანალოგიურ მღვიმეზე დიდია, რომლის სიგრძეც 6,5 კმ-ს შეადგენს.

    მკვლევარების თქმით, მსოფლიოში არსებული მარილის მღვიმეებისგან ისრაელში აღმოჩენილი მღვიმე იმით განსხვავდება, რომ მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

     დამატებით დეტალებზე ინფორმაციის გამოქვეყნებას ექსპედიციის მონაწილეები მომდევნო თვეში გეგმავენ.


წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/101653/israelshi-msoplioshi-kvelaze-didi-marilis-mgvime-agmoachines