მიხეილ სააკაშვილი პუტინივით საუბრობს– წულუკიანი


      მიხეილ სააკაშვილი საუბრობს პუტინივით, – ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს.

     „რეალურად, სააკაშვილს ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. თუ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი მას კარგად არ იცნობდა, ამ გამოსვლის შემდეგ უკეთესად შეიცნობენ მას. ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად საუბრობს პუტინივით, რომელსაც ევროკავშირელები და ევროპელები კოლონიზატორები ეგონა ყოველთვის, დღესაც ჰგონია და ამას ხმამაღლა ამბობს. ჩვენ ვიცით ერთი, რომ ჩვენი ქვეყნის ტრადიციული, ისტორიული და ხალხის არჩევანი, რაც მთავარია, არის ევროპაში, ევროპელებთან. ამ გზაზე ჩვენს ხელისუფლებას ძალიან სტაბილურად მიჰყავს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა წულუკიანმა.

     საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно