აზერბაიჯანს ჰერეთის ნაწილი მიაჩნია ალბანური კულტურის ძეგლად, პრობლემა აქ არის– ანდრიაძე


      „აზერბაიჯანის მხარეს საერთოდ ეს ტერიტორია, ისტორიული საინგილო და ასე ვთქვათ, ჰერეთის ნაწილი მიაჩნია ალბანური კულტურის ძეგლად და თვლის მის სამართალმემკვიდრედ თავს. პრობლემა აქ არის"- ამის შესახებ ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

      ანდრიაძე შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს და კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
 
      ,,განა მარტო იმაშია, რომ ვთქვათ, ისინი არ უშვებდნენ მომლოცველებს და ჩვენს ბერებს მონასტერში, არამედ იმაშია, რომ არასწორი წარმოდგენა აქვთ ამ ყველაფერზე. დიდი ხანია ეს ასე არის და ამიტომ საჭიროა ჩემი აზრით, შეიქმნას კომისია, სადაც შევლენ როგორც სახელმწიფოების აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლები, ასევე შევლენ რელიგიების, ანუ საქართველოს ეკლესიისა და მუსულმანთა თემის წარმომადგენლები და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი,"- განაცხადა ანდრიაძემ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно