საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო


     საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, რაც წინა თვეში მოხმარებული გაზის დაახლოებით სამი პროცენტია. დანარჩენი 97 პროცენტი (177 მილიონი კუბური მეტრი) საქართველომ აზერბაიჯანული „სოკარისგან" და „შაჰ-დენიზის კონსორციუმისგან" შეისყიდა. ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის მიერ ხელმოწერილ 2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის პროექტშია ხელმისაწვდომი.

      ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველომ რუსული გაზი მიიღო.

      ამასთან, ბალანსის მიხედვით, წლის ბოლომდე რუსეთიდან გაზის შესყიდვა გათვალისწინებული აღარ არის.

      საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს" შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაუმჯობესებულია როგორც სომხეთში ტრანზიტის პირობები, ისე რუსული გაზის შესასყიდი ფასი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv