„ყველაფერი წყნარად და მშვიდად მიდის, მაგრამ ზოგიერთი პარტიის ლიდერი ძალიან შორიდან იმუქრება და თან ძალიან სასაცილოდ. ჩვენ გვაშინებს და გვაღელვებს ჩვენი მოქალაქებიისა და ზუგდიდელების უსაფრთხოება", – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს მიმართა.
„რაც დღეს გააკეთეთ, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხით და პოლიციელები მოთმინებით გიყურებდნენ, ამას შეიძლება, შესაბამისი სამართლებრივი შედეგები და შეფასებები მოჰყვეს", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
