საქართველოს პატრიარქი დახმარებისთვის რუსეთის პატრიარქს მიმართავს


     საქართველოს პატრიარქი დახმარებისთვის რუსეთის პატრიარქს მიმართავს– ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქქვამი.  
     

     "ა.წ.  1 მარტს, საღამოს ბ-ნ არჩილ  ტატუნაშვილის მშობლებისა  და ახლობლების  ინიციატივით შედგა მათი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან.

     ბატონი არჩილის მშობლებმა მის უწმინდესობას თხოვეს დახმარება შვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემასთან  დაკავშირებით.

     კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს რუსეთის პატრიარქს, რათა მან გაწიოს შუამდგომლობა სათანადო ორგანოებთან და გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც ტატუნაშვილების ოჯახის  დასახმარებლად"– ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

     ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქმა მათ ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარება აღუთქვა. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно