შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის შენობაში მივიდა.
დაწერე განცხადება და გადადექით - ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას.
„არანაირი უფლება არ გაქვთ იკავებდეთ დაკავებულ თანამდებობას. ბატონ კობახიძესთან ერთად მიბრძანდით, დაბრუნდით მოსკოვში, ბატონი გიორგი, მიხედეთ თქვენს ბიზნესს... ველოდებით როდის გააკეთებთ განცხადებას," - განაცხადა სამადაშვილმა.
ამაზე კი გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სისულელეების მოსმენას არ აპირებს.
"სანამ შემოვარდება ხალხი, წადით!–დასძინა სამადაშვილმა – შემოვარდება რას ნიშნავს?– მიმართა გახარიამ.
