,,ივანიშვილი არის უკიდურესად შეშინებული, რადგან ძალაუფლების დაკარგვა მისთვის გარდაუვალია"– სამადაშვილი


     ,,ივანიშვილი არის უკიდურესად შეშინებული, რადგან ძალაუფლების დაკარგვა მისთვის გარდაუვალია" – ასე შეაფასა ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პროკურატურის მიერ 20–21 ივნისის მოვლენების ამბოხების მუხლით გამოძიების მიმდინარეობა. 
 
     „ბიძინა ივანიშვილი არის უკიდურესად შეშინებული, რადგან მან ძალიან ნათლად გაიგო, რომ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვა მის მიერ საქართველოში ეს არის გარდაუვალი. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ შევიდეს ძალიან სახიფათო ფაზაში, რასაც ჰქვია პირდაპირ დაანონსებული პოლიტიკური ტერორი და რაც ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყანებში სადაც დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно