,,გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია"- ნიკა გვარამია


     ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. 

    "რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. უნდა გითხრათ, რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ, ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი, ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება სრულიად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ, დანარჩენ შემთხვევებში, სამწუხაროდ, გასაჩივრების უფლებებიც კი ჩაკეტა.
 
     მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ, მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. კრიტიკის უფლება მაქვს. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, მზია თოდუას და სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლის, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно