მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის ვართ, რაც დამსახურებული შეფასებაა - თურნავა


     საქართველომ გლობალური ინოვაციების ინდექსში ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა, ჩვენ ვართ მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის, ეს სრულიად დამსახურებული შეფასებაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
 
    ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნული განცხადება გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველოს დაწინაურების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.

      „აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა სიახლეებმა, რაც ჩვენ გავატარეთ ინოვაციის პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ახალმა მცირე გრანტების პროგრამამ, რაც ახალისებს ინოვატორებს, მხარდაჭერილია კრეატიული იდეები. ეს არის განათლების რეფორმა და ის გარღვევა, რაც ამ სფეროში მოვახდინეთ, ასევე ვალდებულებები, რაც ავიღეთ განათლების განვითარების თვალსაზრისით და მრავალი სხვა ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი შეფასება ესოდენ დაწინაურებულიყო", – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

     ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. ინოვაციების გლობალური ინდექსის 2019 წლის მონაცემებით, საქართველო პირველად მოხვდა ტოპ 50 ქვეყანას შორის, კერძოდ, 48-ე ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно