ამერიკული მხარე ქართველ ფერმერებს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების დანერგვაში დაეხმარება


     ამერიკული მხარე ქართველ ფერმერებს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების დანერგვაში დაეხმარება. ამის შესახებ, ორგანიზაციის Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ელინბერგერმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაციას აგროჟურნალისტთა ასოციაცია ავრცელებს.

     Land O’Lakes Venture37 საქართველოში ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ 5-წლიან პროექტს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მესაქონლეობაში ინვესტირებას გულისხმობს. მისი მიზანი უვნებელი სურსათის მიღება და ღირებულებათა ჯაჭვში ყველა რგოლის გაძლიერებაა.

     „ფერმერთა ასოციაცია" Land O’Lakes Venture37-ის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც პროექტის განხორციელებაშია ჩართული.

     შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ის ხელს უწყობს საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.

     პოზიტიურად შეფასდა პროექტის საწყისი პროცესი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია მეცხოველეობის დარგის მწარმოებლებისა და გადამამუშავებლებისათვის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემაზე. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საგრანტო თანადაფინანსების ინიციატივები, რომელიც ზრდაზე ორიენტირებული მეწარმეების, გადამამუშავებლების წახალისებასა და რისკების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

     ორგანიზაციის დირექტორის, ჯონ ელენბერგერის თქმით, მისი ორგანიზაცია მზადაა ტექნიკური დახმარება გაუწიოს ფერმერებს, რათა საქართველოში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები გაიზარდოს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно