,,ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტურად იყო ჩაფიქრებული და განხორციელებული"– სუბარი


      ,,ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტურად იყო ჩაფიქრებული და განხორციელებული"– ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ისუბრა.
     
      სუბარის თქმით, სასურველია შეხვედრა ქვეყნის პირველი პირების დონეზე შედგეს.
 
     „შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახური მუშაობენ ამ საკითხზე. ყოველდღიური კონტაქტები არსებობს და უფრო მეტ დეტალებზე ამ წუთში არ ვილაპარაკებ. უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, იმიტომ, რომ ჟენევის ფორმატით თავიდანვე მე ვფიქრობ, არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული. საჭიროა, რომ უფრო მაღალი დონის იქნას შეხვედრა. ქვეყნის პირველი პირების დონეზე იქნებოდა სასურველი,"-განაცხადა სოზარ სუბარმა.

     შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 23 თებერვალს გარდაცვილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, მარიონეტული რეჟიმი ოჯახს ამ დრომდე არ უბრუნებს.