საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, მათი უფლებები იქნება დაცული – კალაძე


      კახი კალაძის თქმით, კოსტავას გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენები ცუდი სანახავი იყო, თუმცა დედაქალაქის მერის შეფასებით, საქართველოში, ყველა მოქალაქის უფლება სათანადოდ არის დაცული და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

     "ძალიან ცუდი სანახავი იყო ის რაც გუშინ ვიხილეთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ განსხვავებული ეროვნების ადამიანები, განსხვავებული სარწმუნოების და განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ყველას უფლებები იყო, იქნება და არის დაცული.

     თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ. კალაძის განცხადებით, ოპოზიცია და ამ აქციის ორგანიზატორები, მათ შორის ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე, "ერთმანეთს აცოცხლებენ".

    "ჩვენ ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი - ის ადამიანები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და მეორე ის ოპოზიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ანალიზსაც სწორს გააკეთებს,"- განაცხადა კალაძემ.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно