,,სი–ტი პარკის" ინსპექტორების მიმათ აგრესიამ საგრძნობლად იმატა"– კომპანია განცხადებას ავრცელებს


     ,,კომპანიის ინსპექტორების მიმათ აგრესიამ საგრძნობლად იმატა"– ამის შესახებ ,,სი–ტი–პარკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

     ,,სი–ტი პარკი" თბილისის მერიას მოუწოდებს მათი თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
 
     „საგრძნობლად იმატა აგრესიამ შპს „C.T. Park”-ის ინსპექტორების მიმართ, მათ უწევთ მუშაობა და საკუთარი უფლებამოსილების შესრულება ისეთ გარემოში, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, მათ უწევთ შეურაცხყოფის ატანა.

     მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ იმოქმედოს შესაბამისად, და გააკეთოს განცხადება, სადაც ხაზგასმული იქნება ის ფაქტი, რომ  „C.T. Park"-ი უფლებამოსილებას ახორციელებს, როგორც აქამდე ახორციელებდნენ 10 აპრილამდე,"- განაცხადა კომპანიის ადვოკატმა ნანუკა ავალიანმა.

     შესაბამისი მოწოდებით თბილისის მერმა საზოგადოებას უკვე მიმართა. კალაძე მოუწოდებს საზოგადოებას, მისცენ „C.T. Park”-ის  ინსპექტორებს მუშაობის შესაძლებლობა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно