სეპარატისტები შექმნილი სიტუაციიდან "ღირსეულად გამოსასვლელად" განიხილავენ 2 ვარიანტს – კირვალიძე


      პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     დიახ! არც მეტი და არც ნაკლები, ეს არის სამოქალაქო გმირობა!!! 
 
    დიახაც, ცნობილი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ღირსეული საქციელი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი და საქართველოსთვის მოუშუშებელი ჭრილობა, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია, მისი წყალობით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა!!!

     ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით ოკუპანტ-სეპარატისტები ჩიხში აღმოჩდნენ, ისინი არ ელოდნენ თუ ასეთ პრინციპულ და შეუპოვარ ადამიანთან ექნებოდათ საქმე, თორემ ამაზე არ წავიდოდნენ, რადგან დღეს არ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ ჩიხიდან ისე, რომ "სახე შეინარჩუნონ"! 

     საქმე ის არის, რომ 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, ანუ რუსეთის ოკუპაციის და მის მიერ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების" შემდეგ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ (რომელსაც ოკუპანტ-სეპარატისტები "სახელმწიფო საზღვარს" უწოდებენ) მიმდებარე ტერიტორიებიდან ოკუპანტ - სეპარატისტებმა ოთხი ათასამდე  (4 000) ქართველი დააკავეს (ძირითადად, სოფლების მცხოვრებლები) და მას შემდეგ გაანთავისუფლეს ისინი, რაც დაკავებულებმა "აღიარეს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა" და გადაიხადეს დადგენილი ფულადი ჯარიმა! ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქციელი არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპანტების მიერ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის დარღვევა"არ აღიარა და მისი სამოქალაქო გმირობაც ამაში მდგომარეობს, რომ არაფრის ფასად იგი არ აპირებს თავისი პრინციპული პოზიციის შეცვლას!!! ამ ღირსებით სავსე საქციელმა საგონებელში ჩააგდო ოკუპანტ-სეპარატისტები, რადგანაც იმდენად დიდია მსოფლიო ინტერესი მოცემული საკითხისადმი, რომ ბატონი ვაჟას მიმართ რაიმე "ძალისმიერი მეთოდების" გამოყენებას ოკუპანტ - სეპარატისტები ვეღარ გაბედავენ!
 
    როგორც სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სავარაუდოდ, ოკუპანტ-სეპარატისტები შექმნილი სიტუაციიდან "ღირსეულად გამოსასვლელად" განიხილავენ 2 ვარიანტს, პირველი, - ჩატარდეს ე.წ. სასამართლო, მოსამართლემ ყურადღება არ მიაქციოს ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის შესახებ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ აღიარებს ე.წ. "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს" და შესაბამისი ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ (რომელსაც, დაკავებულის ცხინვალელი "კოლეგა-ექიმები გადაიხდიან") გაათავისუფლოს იგი სასამართლოს დარბაზიდან! მეორე, - ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს მიუსაჯოს გარკვეული სასჯელი და რამოდენიმე დღეში, წინასაახალწლოდ ოკუპანტ - სეპარატისტულმა ხელისუფლებამ "შეიწყალოს" იგი!"– წერს პოლიტოლოგი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно