,,ხვალ პარლამენტის პიკეტირება იგეგმება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს" – ბოკერია


     ,,ხვალ პარლამენტის პიკეტირება იგეგმება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს"- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

     მისი თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ.

     „ხვალ დილიდან იქნება პიკეტირება პარლამენტის, ამიტომ, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, ღამე უნდა გაათენონ. სანამ ამ სამარცხვინო „კლოუნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ”, – განაცხადა ბოკერიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно