,,სახელმწიფოში არის აბსოლუტური ტერორი" - გრიგოლ ვაშაძე


     უკავშირება თუ არა ცოტნე გამსახურდიაზე შეიარაღებული თავდასხმა პოლიტიკას - ოპოზიციონერი ლიდერები საქმის პოლიტიზირებისგან თავს იკავებენ. 

     "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მომხდარს კონკრეტულად ვერაფერს უკავშირებს, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული საერთო ფონის გამო.

     "მე არც პროკურორი ვარ, არც მოსამართლე, რომ ეს რაღაცას დავუკავშირო, მაგრამ სახელმწიფოში არის აბსოლუტური ტერორი. ბავშვები თავს იკლავენ, მიდის გაგანია ფემიციდი, ეს პირუტყვები ხოცავენ ცოლებს, ქუჩაში კლავენ და ჭრიან პოლიციელებს. არ ვიცი, ვიღაცამ თქვა, შუქი რომ გამორთო, 90-იანი წლებიაო. სრულ კატასტროფაშია ეს სახელმწიფო,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

     მომხდარის პოლიტიკურად შეფასებისგან და ხელისუფლების დადანაშაულებისგან თავს იკავებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. მან ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელება უსურვა.

     იმავე პოზიციაზეა "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. მან მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო, თუმცა განაცხადა, რომ ვითარების შესაფასებლად დამატებით დეტალებს დაელოდება. 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно