ირანი უკრაინული თვითმფრინავის რუსული რაკეტებით ჩამოგდებას ადასტურებს. ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ "უკრაინული ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავს მოკლე დიაპაზონის "ტორ-ემ ერთი" ტიპის ორი რაკეტა ესროლეს.
ავიაკატასტროფა 8 იანვარს თეირანში მოხდა. შემთხვევას 176 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო და თვითმფრინავის ჩამოგდებას "ადამიანური შეცდომა" უწოდა.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/153095