,,ოპოზიცია აღარ არსებობს, არსებობს სააკაშვილის დესტრუქციული კლასტერი"- ვოლსკი


     სამწუხაროდ საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, არსებობს სააკაშვილის დესტრუქციული კლასტერი, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენოს საქართველოს - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

     „რაც შეეხება დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულს, ფაქტები რომ არ გვქონდეს სახეზე, მაშინ შეიძლებოდა შეკითხვის დასმა. არა მარტო დასავლური მედია, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს გარკვეული წარმატებები და ფაქტია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს ბიუჯეტს, საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით. ზოგადად ორიენტირები საკმაოდ გამოკვეთილია და პოზიტიური შედეგიც თვალსაჩინოა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно