ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანს: შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახავთ ვისი აჯობებს


     აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, სომხეთი დაცვის თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაიქცა და აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობა მოითხოვა.

    „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ექვსი ქვეყნისგან შედგება. აქედან სამმა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა. სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ მათთან ვმეგობრობთ, მათ შეუძლიათ გვენდონ, როგორც კარგ, ასევე რთულ დღეებში. დაე, სომხეთის მშიშარა მთავრობამ გაიხსენოს, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, როდესაც სხვა ქვეყნებთან შეთანხმების გარეშე ორგანიზაციის გენერალური მდივანი დააპატიმრა. შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახავთ ვისი აჯობებს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

     შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/154916/ilham-alievi-nikol-pashinians-shegvebrdzolet-ertiertze-da-vnakhavt-visi-ajobebs