რატომ არის მცენარეული საკვების მიღება საზიანო და რატომ უნდა მივირთვათ ცხიმიანი ხორცპროდუქტები? – მედიცინის დოქტორის რჩევები


 

      ,,პეპსის თაობას აუტისტი შვილები უჩნდებათ, ხოლო ვეგეტარიანელობა ონკოლოგიისკენ მიმავალი გზაა"– ამტკიცებს კეტოდიეტის მიმდევარი, ექიმი–ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი ვასილ გენერალოვი, რომლის წიგნი „კეტოდიეტა. ცხიმის  მოხმარება შეიძლება!" უკვე ბესტსელერად იქცა. მეცნიერებათა დოქტორი და ერთერთი წამყვანი სპეციალისტი კეტოგენური დიეტით სხვადსხვა პათოლოგიებს მკურნალობის.  თავად ამ დიეტას უკვე 3 წელი იცავს – 15 კილო დაიკლო და საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ახლა 47 წლისაა, მაგრამ თანატოლებზე მეტად აქტიურია და მათზე უკეთ გამოიყურება. 

     – კეტოდიეტა ჩემი გამოგონება არაა. ჩვენ წინაპრებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ კვებაში, რასაც მოიპოვებდნენ, იმას მიირთმევდნენ.  უკიდურესი ჩრდილოეთის მოსახლეობა დღემდე ამგვარად იკვებება, ძირითადად ცხიმიან და ცილოვან საკვებს იღებენ. ნახშირწყლებს არ შეიცავს ყაზახების ეროვნული საკვებიც.  ერების უმეტესი ნაწილისთვის უნახშირწყლო კვება გენეტიკურ დონეზეა ჩადებული.  ცივილიზაციის საკვები – შაქარი მათთან კოლონიზატორებმა ჩაიტანეს, რის შემდეგაც განუვითრდათ კონტინენტალური დაავადებები – დიაბეტი, სიმსუქნე, კარიესი, რევმატიზმი, აუტიზმი, ალცჰაიმერი, ონკოლოგია. ახლა ჩვენი რაციონი მაქსიმალურად გაფართოვებულია, ხოლო იმუნიური სიტემა გადატვირთული. გენეტიკური კვებისგან დაშორება შეუქცევად შედეგებს იწვევს. ადრე ადამიანები არ იხეხავდნენ კბილებს დღეში ორჯერ და ირ იცოდნენ რა არის კარიესი, რადგან არ ხმარობდნენ ნახშირწყლებს და შაქარს. გარეულ მგლებს კარიესი არ აწუხებთ, ხოლო ძაღლებს, რომლებსაც ხელოვნურ საკვებს აძლევენ, კარიესიც უვითარდებათ და ცივილიზაციის სხვა დაავადებებიც.

     საინტერესო ფაქტია, როგორც კი თანამედროვე მედიცინამ დაიწყო სიმსუქნესთან ბრძოლა, მისმა დონემ მსოფლიოში ათჯერ მოიმატა. ორმოცდაათი წლის წინ  ამერიკულმა კარდიოლოგიურმა ასოციაციამ განაცხადა, რომ ცხიმიანი საკვები ათეროსკლეროზსა და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს, და რაც უფრო მეტ ცხიმს მოვიხმართ, მით უფრო მაღალია რისკი. ამ თეორიამ  სხვა კვებით სატანდარტებამდე მიგვიყვანა – რაციონში შემცირდა ცხიმის წილი და გაიზარდა ნახშირწყლების პორცია. ამ ფონზე კი სიმსუქნის პრობლემამ იმატა, მასთან ერთად კი მის მიერ გამოწვეული დაავადებების რაოდენობამ.

     მთელი ჩემი პროფესიონალური ცხოვრება მძიმე პაციენტების მკურნალობას მივუძღვენი.  დავიწყე ეპილეპსიის მკურნალობით, ვიყენებდი ყველაზე თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს, მთელი მსოფლიო შემოვიარე გამოსავალი რომ მენახა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მედიცინას არ შეუძლია სრულად მოაგვაროს ჩემი პაციენტების პრობლემა. ექვსი წლის წინ კეტოგენურ დიეტაზე დავსვი პირველი პაციენტი, მისთვის ეს ერთადერთი შანსი იყო. მისმა მშობლებმა საზღვარგარეთ მონახეს კლინიკა, სადაც კეტოგენური რაციონით მკურნალობდა და ეპილეპსიის შეტევები სრულად გაუქრა.
დღეს ჩვენ მრავალი სერიოზული დაავადების ბიოქიმიურ კორექციას ვახდენთ, რომელთა მკურნალობა კეტოგენური დიეტის დაცვის გარეშე შეუძლებელია.  თერაპიული კეტოზი აქტიურად გამოიყენება ეპილეპსიის, აუტიზმის, პარკინსონის და ალცჰამერის დაავადებების, შიზოფრენიის, პანიკური შეტევების, დაბნეული სკლეროზის, უშვილობის და სიმსუქნის სამკურნალოდ. სამწუხაროდ რუსეთში დღესდღეობით მე ერთადერთი ექიმი ვარ, ვინც ონკოლოგიურ პაციენტებს ამ დიეტით მკურნალობს. დიეტის მეშევეობით შესაძლებელია სიმსივნის ზრდის შეჩერება.

     ყველაზე მეტად გული შემტკივა არა ჭარბწონიან ადამიანებზე, არამედ ახალგაზრდებზე, რომლებაც დიაბეტის შეუქცევადი შედეგები, დაბნეული სკლეროზი და ონკოლოგია აწუხებთ, ასეთები მრავლად არიან ჩემს კლინიკაში. ყველას მარტივად ვერ ვეტყვი: „მეტი ცხიმი ჭამე", თითოეულს პროდუქტების ინდივიდუალური ნაკრები და მიღების წესი ესაჭიროება. 

     რა არის კეტოზი?
 
    კეტოგენური დიეტის დროს რაციონის ფუძე ხდება ცხიმი: კალორიების საჭიროების 70%–ს ფარავენ, დანარჩენ 30%–ს ცილები აანაზღაურებენ, ხოლო ნახშირწლები სავსებით გამორიცხულია. ცხიმი ორგანიზმს ენერგიას აძლევს, ცილა საჭიროა როგორც სამშენებლო მასალა. კეტოგენური რაციონის მიზანი – სისხლში კეტონის მაღალი დონის მიღწევა, ეს ნივთიერება ღვიძლში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისგან შეიქმნება. ასეთი მდგომარება, რომელსაც კეტოზს უწოდებენ, ჩემი აზრით ყველაზე ბუნებრივია ადამიანისთვის. ამ დროს მცირდება ინტოქსიკაციის და ანთებითი პროცესების დონე, ქრება პათოგენური მიკრობიოტა, რომელიც ნახშირწყლებით იკვებება, „კლავს" იმუნიტეტს და სიბერეს აახლოვებს.

     ადამიანების იაფად და ნოყიერად გამოკვება მხოლოდ ნახშირწყლებითაა შესაძლებელი, რასაც საბჭოთა კავშირში წარმატებით ახორციელებდნენ. გავიხსენოთ, როგორი რაციონი გვქონდა – ბევრი კარტოფილი და ერთი კატლეტი.  კარტოფილი, პარკოსნები, ძაღლყურძენასებრი კულტურები სავსეა ნახშირწყლებით, ანუ კალორიებით. ხოლო ამინომჟავები, ვიტამინები და მიკროელემენტები ხორცშია.  სოიოს ცილა აუტოიმუნურ პროცესებს იწვევს. გლიუტენი, რომელსაც ხორბალი შეიცავს, ასევე აუტოიმუნურ პროცესებს იწვევს, ნაწლავზე გარსს ქმნის, რომლის ქვეშ ანთება იწყება და ნაწლავი ტოქსინების წინააღმდეგ უსუსური ხდება. კაზეინი, რომელიც რძის შემადგენლობაშია, ასევე ძლიერი აუტოიმუნური პროვოკატორია.  ყველა ეს პროდუქტი რაციონიდან უნდა ამოვიღოთ.

     სხვადსხვა დიეტები

     მრავალი უნახშირწყლო დიეტა არესებობს, მაგალითად დიუკანის დიეტა. მასში ენერგიის წყარო ცილაა, მაგრამ ორგანიზმს მშენებლობისთვის ამდენი ცილა არ ესაჭიროება, ე. ი. ზედმეტი ცილა გლუკოზაში გადავა, რაც ინსულინის გამომუშავებას გააორმაგებს, შედეგად სიმსუქნეს მივიღებთ.  დიუკანის დიეტა სხვადსახვა დარღვევებს იწვევს, მასში არაა ცხიმები, რაც ჩვენი ჰორმონების შემადგენელი ნაწილია. ყველა ჰორმონის სინთეზირება ქოლესტერინიდან ხდება, მას კი საკვებიდან ვიღებთ. თუ ქოლესტერინი არაა, ჰორმონალური უკმარისობა ვითარდება. 

     პალეოდიეტა ნაკლებ ცილებს და ბევრ ცხიმს შეიცავს, ასევე კარგია ხმელთაშუაზღვის დიეტა: მცირე ოდენობით მცენარეულობა, ბევრი ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი, ამას გარდა ზღვის პროდუქტი, ხორცი, ყველი.  ეს დიეტა კვლევის შემდეგ გახდა პოპულარული, რომელმაც ცხადჰყო, რომ ამ რეგიონში დიაბეტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ანალიზმა ცხადჰყო, რომ მათი რაციონი დაბალნახშირწყლოვანი და მაღალცხიმოვანია. ატკინსის დიეტაც დაბალნახშირწყლოვანი დიეტის ვარიანტია, რომელსაც მან საკუთარი სახელი დაარქვა და მასზე კარგი ბიზნესი ააწყო.

     არასწორი კვება

     დღეს ჯანმრთელი მშობლებისგან შობილი ყოველი მე–50–ე ბავშვი აუტისტია, ადრე ეს მაჩვენებელი 1/10 000–ს შეადგენდა.  დღევანდელი აუტისტი ბავშვების მშობლები ის თაობაა, რომელიც „მარსებსა" და „სნიკერსებზე" გაიზარდა, მას კიდევ „პეპსის თაობას" უწოდებენ. დამიჯერეთ, ასე თუ გაგრძელდა, ათი წლის შემდეგ ყოველი მეხუთე ბავშვი აუტისტი იქნება. იქნება იმიტომ, რომ ირღვევა ჩვენი გენეტიკა, ჩვენი ჰორმონები.

     რაც შეეხება ვეგეტარიანელობას, მისი მომხრეები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ხორცის მოხმარება დაუშვებელია, რადგან საქონელს ჰორმონებზე ზრდიან და ეს საშიშია ჯანმრთელობისთვის. დამიჯერეთ, ხორცის ყველაზე უვარგისი ნაჭერი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ყველაზე სუფთა მცენარე. მცენარე ლექტეინებს შეიცავს, ლექტეინი კი შხამია. მცენარე ყოველთვის შხამიანია, განსაკუთრებით დამწიფების აქტიურ ფაზაში, მათთვის ეს თავდაცვის საშუალებაა ზრდის პერიოდში. ამიტომ, თუ  მკვახე ხილს ვჭამთ, კუჭის აშლილობა გვემართება.

     როდესაც საქონლის ხორცს ვჭამთ, მთლიანად, სუბპროდუქტებით, ყველა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას ვიღებთ. ღვიძლისგან B ჯგუფის ვიტამინებს, ტვინიდან ყველა საჭირო ლიპოპროტეიდებს, ამინომჟავებს და ა. შ. სასარგებლოა თირკმელიც და სხვა ორგანოები, ხოლო ძვლებისა და ხრტილებისგან მიღებული ბულიონიდან საუკეთესო ბიოაქტიურ გლუკოზამინს ვითვისებთ. 

     ამერიკაში ვეგეტარიანელებს ვესაუბრე. დარწმუნებით გეტყვით, ვეგეტარიანელობა ონკოლოგიისკენ პირდაპირი გზაა. კვერცხსა და რძეზეც რომ არ თქვათ უარი, მაინც თავს მოიტყუებთ, ეს პირობითი კომპრომისია. თუ შედეგის მიღება გსურს, კვებაში პერფექციონისტი, იდეალისტი  უნდა იყო. არ უნდა უთხრა საკუთარ თავს: ,,არაუშავს, დღეს რამე მავნე გემრიელობას შევჭამ". ჩემი დიეტოლოგიის კონცეფცია – ამოვიღოთ ყველაფერი, რაც ორგანიზმს ხელს უშლის. საამისოდ კი ჩვენი გონების გადაფორმატება  უნდა მოვახდინოთ. მე ეს გავაკეთე. 

პრუდუქტები, რომლებიც უნდა მოვიხმაროთ:

ცხოველური ცხიმები: კანქვეშა ცხიმი, ლორი, ნებისმიერი ცხიმიანი ხორცი, სუბპროდუქტები, ცხიმიანი თევზი, კვერცხი.
ხორცის ბულიონი.
მაღალცხიმიანი რძის ნაწარმი: ერბო, არაჟანი, ხაჭო, მასკრაპონე, ძველი ყველი, ნაღები.
მცენარეული ცხიმები: ქოქოსის, ზეითუნის, მდოგვის ზეთი და ავოკადოს კარაქი.
არასახამებლიანი ბოსტნეული: კიტრი, ყაბაყი, ცუკინი, პრასი, სატაცური, სალათი აისბერგი, ჩინური კომბოსტო, ისპანახი.
სოკო და ბოსტნეული  ნახშირწყლების დაბალი შემცველობით: ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, გოგრა, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ნიახური, თავიანი ხახვი, შამპინიონი.
თხილის, კაკლის ყველა სახეობა, მზესუმზირა, კენკრა.
პროდუტები, რომლებიც არ უნდა ვჭამოთ:

ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი, შაქარი, ნებისმიერი ტკბილეულობა.
მარცლოვანი კულტურები და ბურღულეული.
ძეხვეული და ხორცის ნახევარფაბრიკატები.
სახამებლიანი ბოსტნეული, ხილი და ჩირები.
უცხიმო რძის ნაწარმი  და მდნარი ყველი.
ტკბილი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.
პარკოსნები და სოიო.
მზა სოუსები და მაიონეზი.




 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://www.gastronom.ru/text/vrach-jepileptolog-kotoryj-lechit-autizm-s-pomoschju-ketodiety-1011717?utm_referrer=https%3A%2F%2Fzen.yandex.com