ლტოლვილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში - გახარია


     ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა გადავწყვიტოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეჯოში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებამ" გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

     მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანა მშვიდობიანი გზებით გამთლიანდეს.

     „მოგესალმებით კუთხიდან, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. დღეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმში შეირაღებული კონფლიქტი დაიწყო. საერთოდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აგვისტო მძიმე თვედ დაგვებედა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ და ევროპულ სახელმწიფოს, ჩვენი ლტოლვილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი მიზანმიმართულობით, ეფექტიანობით და შრომით. რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად", – განაცხადა გიორგი გახარიამ.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно