საქართველოს მთავრობის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა „მზა ჩითლი" ამოქმედდა.
სანერგე მეურნეობაში, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, 2.8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 365 000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.
ნერგების რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
დღეის მონაცემებით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით ამოქმედდა 225 ახალი და გაფართოვდა 986 საწარმო. (ცხელი ხაზი: 1501)
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან ვისაც სურს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/