ზეთში მოშუშული სტაფილო

საჭირო ინგრედიენტები:

სტაფილო 500 გრ;
2-3 თავი ხახვი;
3ც ტკბილი წითელი წიწაკა;
3 ს/კ ზეთი;
მარილი, პილპილი გემოვნებით.
 
     ხახვი დავჭრათ და ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ ზეთში. შემდეგ დავამატოთ კუბებად დაჭრილი სტაფილო და  ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე შერბილებამდე, ბოლოს დავუმატოთ  წიწაკა, მარილი და პილპილი გემოვნებით. 

ნინო ასანიშვილი 
ultrapress.ge