რუსეთს კასპიის ფლოტის ძირითადი ძალები კასპიისკში გადაჰყავს


     რუსეთის კასპიის ფლოტის ძირითადი ძალები ასტრახანში მდებარე ბაზიდან 400 კილომეტრით სამხრეთით, დაღესტანის კასპიისკში გადაჰყავთ.

     ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. სერგეი შოიგუს მტკიცებით, ძალების მსგავსი გადანაწილება რეგიონულ უსაფრთხოებას გაამყარებს.

     კასპიისკში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 2019 წლისთვის იგეგმება ფლოტის პირადი შემადგენლობის გაზრდაც. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბაზაზე ახალი რუსული შეიარაღების, სანაპირო დაცვის "ბასტიონი"-სა და "ეს -400" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც შეიტანონ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно