,,საპატრიარქოს, რომელსაც სრულად გადავეცით გელათის რეაბილიტაციის პროექტი, ამ ურთულეს გზაზე წარმატებებს ვუსურვებ"- წულუკიანი


     საქართველოს საპატრიარქოს, რომელსაც ჩვენ სრულად გადავეცით გელათის რეაბილიტაციის პროექტი ამ ურთულეს გზაზე წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

     როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, 2021 წლიდან ძირითად ტაძარში და სხვა ტაძრებში, გელათში დიდი ძალისხმევის წყალობით წყალი აღარ ჩაედინება, აორთქლების პროცესი ასევე სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, აქტიურად მიმდინარეობს, რაც მანამდე არ მიმდინარეობდა.

     „კედლებში დაგროვილი ნესტი არ ორთქლდებოდა, ჩვენ ასევე არა ერთი კედლის მხატვრობა გადავარჩინეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ 15 -18 თვის წინ ჩატარებული გადარჩენის სამუშაოების შედეგები დღესაც სტაბილურია და კედლის მხატვრობას ამ გადარჩენილ ადგილებში არავითარი ზიანი არ ეტყობა, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაოა დარჩენილი. მე მათ ვუსურვებ წარმატებებს ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტებისა და ექსპერტების დახმარებით“, – განაცხადა წულუკიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно