ბოსტნეულის ტორტი


საჭირო ინგრედიენტები:

3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი;
3 ცალი ჭარხალი;
3 ცალი სტაფილო;
300 გრ კომბოსტო;
3ცალი კვერცხი;
მაიონეზი (მარხვისას სამარხვო);
ქინძი, კამა, მარილი, პილპილი.

     კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კვერცხი კარგად მოვხარშოთ. კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ თავდახურულ მდგომარეობაში. მოხარშული ბოსტნეული და კვერცხი გავფრცქვნათ და დავიწყოთ სალათის აწყობა. პირველი ფენა იქნება კომბოსტო, რომელსაც კარგად გამოვწურავთ და ავურევთ მაიონეზთან, მარილთან და პილპილთან. (თუ სალათს სადღესასწაულო სუფრისთვის ამზადებთ უმჯობესია დიდ ბრტყელ ლამბაქზე მოათავსოთ თუ არა და ღრმა კონტეინერში). 

     კომბოსტოს ფენის შემდეგ მსხვილ სახეხზე გახეხილ ჭარხალს მოვათავსებთ და თანაბრად გადავანაწილებთ, მოვაყრით მარილს და პილპილს. მაიონეზს ფრთხილად ბრტყელი დანით გადავუსმევთ, ასევე გავხეხავთ კარტოფილს მასაც მოვაყრით მარილს, პილპილს და გადავუსმევთ მაიონეზს. შემდეგ სტაფილოს, ფენას უფრო სქელი მაიონეზის ფენას გადავუსმევთ, მოვაყრით დაჭრილ მწვანილს და მოვრთავთ კვერცხით.

გემრიელად მიირთვით!
 
 
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно