საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს


     საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე მეტრეველმა გიორგი კვესიტაძე შეცვალა. სხდომა, რომელზეც მეტრეველის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, მეცნიერებათა აკადემიაში დღეს გაიმართა.

     ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

     როინ მეტრეველი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო 1990-1991 წლებში. 1991-2004 წლებში იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას.

     როინ მეტრეველის სახელთან არის დაკავშირებული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა. მისი რედაქტორობით გამოიცა 100-მდე წიგნი და ნაშრომი. მისი ძალისხმევით, უნივერსიტეტმა ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. აღდგა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოც.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно