ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე იმსჯელეს


     ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის IV სესია -„ჰიბრიდული ომი დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ" ჰიბრიდულ საფრთხეებზე დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რეაგირების გზებზე მსჯელობას დაეთმო. პანელზე მომხსენებლებმა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, 21-ე საუკუნის უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება და ამ ქვეყნების გამოცდილება პროპაგანდისტულ კამპანიებთან მიმართებაში განიხილეს.

     სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ნატოს ღირებულებების გარშემო კონსოლიდაციაზე და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.