ხაჭოს რულეტი სომხური ლავაშით


     საჭირო ინგრედიენტები:
 
     1 ფურცელ  ლავაშზე  ხაჭო –100გრ;
 
     ვაშლი ან ბანანი – 1 ცალი;
 
     შაქარი – 100 გრამი;
 
     არაჟანი – 2–3 სუფრის კოვზი;
 
     დარიჩინი;
 
     ზემოდან წასასმელი  მასა – 1 კვერცხი და 1 სუფრის კოვზი არაჟანი.


    ხაჭო კარგად დავსრისოთ არაჟანში, რომ ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს. დავუმატოთ  ჩანგლით ჩაზელილი ბანანი ან გახეხილი ვაშლი ( ვაშლს დარიჩინი დავამატოთ), შაქარი და ავურიოთ. გავანაწილოთ ლავაშის ფურცელზე, გადავკეცოთ და ტაფაზე გადავიტანოთ. გადავუსვათ ერთად არეული არაჟანი და კვერცხი და შევდგათ ღუმელში (180–200  C) 30 –40 წუთით.
 
გემრიელად მიირთვით!
 
ანა ბახტაძე
ultrapress.ge
 
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно